пятница, 8 марта 2013 г.

პროექტი. ჩიყვი- შიდა ქართლის პრობლემა


პროექტის სახელწოდება: ჩიყვი, შიდა ქართლის პრობლემა

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იძიებენ ინფორმაციას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ, ამ დაავადების განვიათარების, გავრცელების და პრევენციის საშუალებებს.  განსაკუთრებით ამ დაავადების ფართოდ გავრცელების მიზეზს შიდა ქართლში. სტატისტიკას როგორც შიდა ქართლის რეგიონში ისე საქართველოში და მსოფლიოში. რა ღონისძიებები ტარდება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად და თვითონ ბავშვები რაში ხედავენ გამოსავალს.

პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეები დაიყოფიან 4 ჯგუფად. 
I- ჯგუფი იმუშავებს და მოიძიებს ინფორმაციას დაავადების გამომწვევ მიზეზებზე. დაავადების მიმდინარეობასა და სიმპტომებზე.
II-ჯგუფი იმუშავებს სტატისტიკაზე, გაარკვევს მოსახლეობის რა ნაწილს აწუხებს აღნიშნული პრობლემა შიდა ქართლში, საქართველოსა და  მსოფლიოში. 
III-ჯგუფი დაინტერესდება რა პროფილაქტიკურ საშუალებებს უნდა მიმართონ რომ არ დაავადდნენ ჩიყვით, რა სახის საკვებით უნდა გაამდიდრონ კვების რაციონი. და როგორი მკურნალობის საშუალებები არსებობს დაავადების სამკურნალოდ. 
IV- მოიტანს მასალას იმის შესახებ თუ როგორ ვებრძოლოთ დაავადებას. მოინიშნავს ექიმის რჩევებსა და რეკომენდაციებს, დაწერენ საკუთარ მოსაზრებებსაც რაში ხედავენ გამოსავალს როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება. რა ხალხური მეთოდები არსებობს და როგორ ებრძოდნენ ამ დაავადებას ჩვენი წინაპრები, რა ინფორმაცია არსებობს ძველ ცნობებში ამ თემასთან დაკავშირებით.
თვითოეული ჯგუფი შეაგროვებს მასალას, ინტერნეტიდან, წიგნებიდან, ექიმებისგან და იმ ადამიანებისაგან ვინც კომპეტენტურა აღნიშნულ საკითხზე. შემდეგ წარმოადგენს მასალას ატვირთულს საპრეზენტაციო პროგრამაში.
მონაწილეთა ასაკი:  მე-8 კლასი

ვადები, პროექტის ხანგრძლივობა: ორი კვირა

პროექტის მიზანი: პრობლემის უკეთ გაცნობა, მოსწავლეებში კვლევის უნარების განვითარეა

პროექტის შედეგი: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, მასალას ატვირთავენ ინტერნეტში და მათ თანატოლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება გაეცნონ მათ ნამუშევარს

პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო გუგუტიშვილი.